მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

,,ერთი ფანჯრის" პრინციპის საკონსულტაციო შეხვედრა - მარნეულში
16 ივლ 2015
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ,   გამგეობის  ადმინისტრაციის შენობაში  "ერთი ფანჯრის" პრინციპის საკონსულტაციო შეხვედრა  გამართა. 
სამუშაო  შეხვედრის მიზანს,   მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისა და მათი ოჯახების პრობლემების განხილვა და გადაჭრის გზების დასახვა წარმოადგენდა.

აღნიშნულ შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის,  სოციალური მომსახურების სააგენტოს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ქალთა საინფორმაციო ცენტრის, და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
საკონსულტაციო შეხვედრაზე  განხილული  იქნა  9 შემთხვევა, რომელებიც  თავად ბენეფიციარებმა  წარმოადგინეს, რომლის შემდგომაც დამსწრე სტრუქტურების წარმომადგენლების მიერ ადგილზე მოიძებნა  პრობლემის გადაჭრის გზები.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მიმდინარე წლის  7 აპრილს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება  მარნეულის მუნიციაპლიტეტში მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად, "ერთი ფანჯრის" პრინციპით საკონსულტაციო შეხვედრები  ჩატარების  შესახებ.  
ცნობისთვის,  „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება, რაც მნიშვნელოვნად  ამარტივებს კომუნიკაციას  კომუნიკაციას, მოსახლეობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის. 
პროექტი „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის საქართველოში“ ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ქალთა საინფორმაციო ცენტრთან და ფონდ ტასოსთან პარტიორობით, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ეროვნული უმცირესობების ქალთა ჯგუფების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის მხარდაჭერა და მათი შესაძლებლობების გაძლიერება, საქართველოში გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების დაცვის მიზნით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2597
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2012
სექ 19 სამ 2023
2285
ივლ 05 ოთხ 2023
2422
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930