მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

კონფერენცია თემაზე - „ახალგაზრდების თანამონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში“
03 ივლ 2015
 

3 ივლისს, არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონის განვითარების ცენტრის“ ინიციატივით, ქალაქ თბილისში ჩატარდა კონფერენცია, თემაზე  „ახალგაზრდების თანამონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში“.

კონფერენცია გაიმართა პროექტ „ახალგაზრდები ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო ფონდ NED-ის მხარდაჭერით და რომელშიც ჩართულნი არიან მარნეულის, გარდაბნის, საგარეჯოსა და სიღნაღის მცხოვრები ახალგაზრდები. 
კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის წევრები და აპარატის თანამშრომლები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 
ახალგაზრდებმა, მოწვეულ სტუმრებს წარმოუდგინეს პრეზენტაციები რეგიონებში განხორციელებული ინიციატივების შესახებ, რის შემდგომაც გაიმართა დისკუსია, სადაც იმსჯელეს ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში. 
აღსანიშნავია, რომ პროექტი “ახალგაზრდები ცვლილებებისთვის“ 2014 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს და აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მარნეულში ჩატარდა დასუფთავების აქციები და ტრენინგები, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების კუთხით, რომელსაც აქტიურად უჭერდა მხარს მარნეულის მუნიციპალიტეტის  გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2544
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2012
სექ 19 სამ 2023
2285
ივლ 05 ოთხ 2023
2422
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930