მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მუნიციპალიტეტში სასკოლო მზაობის ცენტრები გაიხსნება
03 ივლ 2015
 

დღეს, გამგეობის შენობაში  ააიპ   „მარნეულის დემოკრატ  ქალთა საზოგადოება“ -მ მოაწყო სამუშაო   შეხვედრა , სადაც იმსჯელეს პროექტზე -  „სასკოლო მზაობის ცენტრების შექმნა მარნეულის მუნიციპალიტეტში“.

შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი თვითმმართველობის  სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რესურცენტრის დირექტორი რუსლან გაჯიევი, საჯარო სკოლების დირექტორები და მარნეულის #3 საბავშვო ბაღის გამგე. 
პროექტი ხორციელდება   პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს მცირე საგრანტო პროგრამების მხარდაჭერით  2015  წლის 1 ივლისიდან და გაგრძელდება 11 დეკემბრამდე.  აღნიშნული პროექტის ფარგლებში იგეგმება 6 სასკოლო მზაობის ცენტრის გახსნა საჯარო სკოლების ბაზაზე. (სოფ.ქესალოს, სოფ. თაზაქენდის, სოფ. კაჩაგანის, სოფ. არაფლოს, სოფ. ჯანდარის და მარნეულის #6 საჯარო სკოლები.) პროექტის ფარგლებში ცენტრები გაიხსნება და იფუნქციონირებს 3 თვის განმავლობაში, რომლის დასრულების შემდეგაც ცენტრები გადავა მუნიციპალიტეტის ბალანსზე ააიპ „სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ შემადგენლობაში. 
სასკოლო მზაობის ცენტრების გახსნა გულისხმობს 5-6 წლის ასაკის ბავშვების მომზადებას სკოლისათვის და  ყველა იმ საჭირო უნარ ჩვევების მიცემას, რაც ბავშვს გაუადვილებს სასკოლო გარემოსთან ადაპტაციას.
ცენტრებში  სასწავლო პროცესს  უზრუნველყოფს  „მარნეულის დემოკრატ  ქალთა საზოგადოება“    პროგრამა  „ბასკოს“ მეშვეობით ყოველ სამუშაო დღეს 4 საათის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ცენტრებში ქართული ენის გაღრმავებული შესწავლაც მოხდება პროგრამა „ნენე, დუდუ და ნიკო“-ს გამოყენებით.  ამ ორი სასწავლო პროგრამის დანერგვა და განხორციელება აზერბაიჯანულენოვან და შერეულ (ქართულ-აზერბაიჯანულ ენოვან) ჯგუფებში მოხდება საპილოტედ. პროექტის დასრულების შემდეგ ორგანიზაცია შეაფასებს სასწავლო პროგრამებს და ამ პროგრამების ფარგლებში გამოცდილებას გაუზიარებს ადგილობრივ თვითმმართგველობას და სამინისტროს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2668
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2012
სექ 19 სამ 2023
2285
ივლ 05 ოთხ 2023
2421
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930