მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საგანგებო თათბირი მარნეულის მუნიციპალიტეტში
15 ივნ 2015
 

13 ივნისს, დედაქალაქში სტიქიის შედეგად მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, დაზარალებულთა ოჯახების დახმარების მიზნით, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა საგანგებო თათბირი გამართა, რომელსაც გამგეობის სამსახურის უფროსები, საკრებულოს თავმდჯომარე და დეპუტატები დაესწრნენ.

თათბირზე გადაწყდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს პირველადი ჰიგიენური საშუალებებით და საკვები პროდუქტებით დაეხმარება.
მარნეულის მუნიციპალიტეტი დაზარალებულ მოსახლეობას ფუმანიტარულ დახმარებას 17 ივნისს გადასცემს.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამშრომლები და მოსახლეობა მზადყოფნას გამოხატავენ საჭიროების შემთხვევაში მოხალისე თანამოქალაქეებთან ერთად, მონაწილეობა მიიღონ დედაქალაქში სტიქიური უბედურების ზონაში გაწმენდით სამუშაოებში.
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა კიდევ ერთხელ გამოხატავს მწუხარებას დედაქალაქში სტიქიის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო და უთანაგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2606
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2092
სექ 19 სამ 2023
2334
ივლ 05 ოთხ 2023
2495
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031