მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

პროგრამა „მომავალის თაობის" წლის შემაჯამებელი ღონისძიება
13 ივნ 2015
 

12 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულმა ასოციაციამ (სიქა) პროგრამა „მომავალის თაობის" ფარგლებში ერთი წლის მუშაობის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.

ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი დაესწრო, სადაც ასევე იმყოფებოდნენ პროგრამის პარტნიორი სკოლები –მარნეულის, ბოლნისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტებიდან, ასევე საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ბიზნესის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ღონისძიების მსვლელობისას ქვემო ქართლის აქტიურმა კლუბის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას მათ მიერ ორგანიზებული აქტივოვები და განხორციელებული პროექტები გააცვნეს.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დაჯილდოვების ცერემონია, სადაც ყველაზე აქტიური სამოქალაქო კლუბები და ტექნიკის კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.
სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ ხორციელდება ორგანიზაცია PH International-ის მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
სიქა–საგანმაბათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციას ქვემო ქართლის რეგიონში.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2601
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2095
სექ 19 სამ 2023
2336
ივლ 05 ოთხ 2023
2496
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031