მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის №8 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის კონკურსი გაიმართა
13 ივნ 2015
 

მარნეულის №8 საჯარო სკოლაში, განათლების სამინისტროს პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში გაიმართა ინგლისური ენის კონკურსი სახელწოდებით – “Fun with English”.

კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სოფელ ქესალოს, სადახლოს №2, შულავერის და კირიხლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები, მიზნად ისახავდა მათ დამეგობრებას და ინგლისური ენის შესწავლისადმი მოტივაციის გაზრდას.
კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეები ინგლისური ენის სახალისო აქტივობებში გუნდურად შეეჯიბრნენ ერთმანეთს. აღსანიშნავია, ისიც, რომ გუნდებში მოსწავლეები სხვადასხვა სკოლებიდან იყვნენ შერჩეულნი, რათა პროექტის ფარგლებში ბავშვებს უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი და დამეგობრებულიყვნენ. ღონისძიების მსვლელობისას პატარა კონკურსანტებმა ინგლისური სიმღერებიც შეასრულეს.
ინგლისური ენის კონკურსს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, საგანმანათლებლო რესუსრსცენტრის ხელმძღვანელი რუსლან გაჯიევი და ადგილობრივი პედაგოგები დაესწრნენ. ღონისძიებაში ჩართული იყო მშვიდობის კორპუსის მოხალისეც.
კონკურსის ბოლოს, მასში მონაწილე ყველა ბავშვს გადაეცათ სერთიფიკატი და წიგნები რუსთავის „ამერიკული კუთხისგან“.
აღნიშნული კონკურსის ინიციატორი კირიხლოს საჯარო სკოლის ინგლისურის პედაგოგი, სოფიკო ლეკიაშვილი იყო.მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველომა მადლობას უხდის მას პროექტის წარმატებით განხორციელებისა და გაწეული შრომისთვის.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2896
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2092
სექ 19 სამ 2023
2334
ივლ 05 ოთხ 2023
2494
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031