მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა
12 ივნ 2015
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციიის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) სასწავლო ტურის ფარგლებში 2015 წლის 17-23 მაისს გერმანიის ქალაქ ჰანოვერში იმყოფებოდა.

სასწავლო ვიზიტის მონაწილეებს მასპინძლობდა გერმანული ზრდასრულთა განათლების სკოლა შტეფანშტიფტი. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ჩატარდა ზრდასრულთა განათლების სკოლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან. ვიზიტის მონაწილეები გაეცნენ ზრდასრულთა განათლების გერმანული სკოლების ფუნქციონირების მოდელებს და თვითმმართველობის ორგანოებსა და ზრდასრულთა განათლების სკოლებს შორის არსებული თანამშრომლობის გზებს. 
ზრდასრულთა განათლების გერმანული მოდელის გაცნობის მიზნით, DVV International-ი რეგულარულად ატარებს სასწავლო ტურებს საქართველოს ზრდასრულთა განათლების ცენტრებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის გერმანიის ზრდასრულთა განათლების სკოლებში.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო ტურები, ერთის მხრივ, ზრდის ზრდასრულთა განმანათლებლების შესაძლებლობებს და აახლოვებს მათ ზრდასრულთა განათლების ევროპულ გამოცდილებასთან. მეორეს მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ეცნობიან გერმანულ პრაქტიკას, იღებენ ინფორმაციას ზრდასრულთა განათლების ცენტრების მნიშვნელობასა და მათი ფინანსური მხარდაჭერის გზების შესახებ. გარდა ამისა, სასწავლო ვიზიტები საფუძველს უყრის ზრდასრულთა განათლების ცენტრებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
ცნობისთვის სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციიის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი (DVV International) საქართველოში 2002 წლიდან მოღვაწეობს და ახორციელებს ინოვაციურ პროექტებს ზრდასრული მოსახლეობისათვის. ორგანიზაციის ძირითადი მიზანია ზრდასრულთა განათლებისა და მთელი სიცოცხლის მანძილზე განათლების კონცეფციის პოპულარიზაცია, ხელშეწყობა და წახალისება. 
გამომდინარე აქედან, ზრდასრულთა განათლების განვითარებისა და არაფორმალური განათლების სისტემატიზაციის მიზნით, სხვა პროექტებთან ერთად, DVV International-ი საქართველოს მასშტაბით აარსებს ზრდასრულთა განათლების ცენტრებს. ცენტრების კონცეფცია ეყრდნობა გერმანული ზრდასრულთა განათლების სკოლების გამოცდილებას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2592
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2095
სექ 19 სამ 2023
2336
ივლ 05 ოთხ 2023
2496
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031