მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

პროექტი გერმანული კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაცია/კვლევა მარნეულში
11 ივნ 2015
 

5 ივნისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „გერმანული კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაცია/კვლევა საქართველოში“ ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულინოვკასა და სოფელ თამარისში არსებული ძველი გერმანული სახლების დათვალიერება/აღწერა განხორციელდა.

აღნიშნულ გასვლით საექსპედიციო ღონისძიებაში ადგილობრივი თვითმართველობის მხარდაჭერით მონაწილეობას იღებდნენ სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის წევრი, არქიტექტორ-რესტავრატორი ნესტან თათარაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მთავარი სპეციალისტი ელგუჯა კუპატაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლები ახკერპისა და თამარისის ადმინისტრაციული ერთეულებში ზაალ ნადირაძე და მირზა ჟორჟოლიანი.
მიმდინარე პროექტი მიზნად ისახავს ბოლნისის, ასურეთისა და თრიალეთის გამორჩეული გერმანული შენობების ინვენტარიზაცია/პასპორტიზაცია/კვლევას. ამასთან ყველა გერმანული დასახლების იდენტიფიკაციას და მისი ლოკაციის დადგენას; ამის ამსახველი სათანადო სამეცნიერო დოკუმენტებისა და რუკების დამზადებას. 
კვლევა სავარაუდოდ გაგრძელდება მომდევნო წლებშიც და ყველა გერმანული დასახლება იქნება შესწავლილი, მათ შორის სოფელი ულიანოვკა და სოფელი თამარისიც. შესწავლის გარდა, ეროვნული სააგენტო მომზადებული დასკვნების საფუძველზე უზრუნველყოფს მათთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებას და კონკრეტულ ობიექტებზე გადაუდებელი დაცვითი ღონისძიებების განხორციელებას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3334
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2095
სექ 19 სამ 2023
2336
ივლ 05 ოთხ 2023
2496
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031