მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საჯარო მოხელეთა კვალიფიკაცია და გადამზადების საჭიროება მარნეულში
11 ივნ 2015
 

10 ივნისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მარნეულის რეგიონულ სასწავლო ცენტრში გაიმართა შეხვედრა/დისკუსია თემაზე “საჯარო მოხელეთა კვალიფიკაცია და გადამზადების საჭიროება მარნეულის მუნიციპალიტეტში“.

შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, გამგებლის მოადგილე, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის რეგიონული სასწავლო ცენტრების კოორდინატორი, ბოლნისის რეგიონული სასწავლო ცენტრის ადმინისტრატორი, სკოლის კურსდამთავრებულები, თვითმმართველობის თანამშრომლები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
სამუშაო შეხვედრის მიზანს თვითმმართველობაში დასაქმებულ პირთა პროფესიული დონის ამაღლებაზე სპეციალურად შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამების მიმოხილვა, საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით საჭიროებების გამოვლენა და ამ მხრივ მუნიციპალიტეტში დღეის მდგომარეობით არსებული სიტუაციის ანალიზი წარმოადგენდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ადმინისტრირების სკოლის მიერ დანერგილ ახალ დარგობრივ კურსზე –,,საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია“.
აღნიშნული კურსი განკუთვნილია როგორც საჯარო სექტორში დასაქმებულ იმ პირთათვის, რომლებიც ჩართულნი არიან საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესში, აქვთ პრაქტიკული გამოცდილება და სურვილი გაიღრმავონ ცოდნა, ასევე დამწყები სპეციალისტებისათვის, რომლებსაც არ აქვთ პრაქტიკული გამოცდილება და გეგმავენ წარმატებული კარიერის შექმნას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2635
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2111
სექ 19 სამ 2023
2352
ივლ 05 ოთხ 2023
2510
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031