მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მუნიციპალიტეტი ოლიმპიურ ცეცხლს მასპინძლობს
03 ივნ 2015
 

ოლიმპიის სიმბოლო-ცეცხლი დღეს მარნეულში, ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან დღის შვიდი საათისთვის შემოვიდა. ცეცხლის შემოსვლის აღსანიშნავად ქალაქის შემოსასვლელში ახალგაზრდების მონაწილეობით საზეიმო ფლეშ-მობი მოეწყო, რის შემდგომაც დაიწყო ჩირაღდნის ესტაფეტა ქალაქში.

მეზობელი მუნიციპალიტეტიდან შემოსული ჩირაღდანი პირველად მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ თეიმურაზ ბერიძემ აანთო, რომლის შემდგომაც ესთაპეტა მორიგეობით გადაეცა- მსოფლიო ჩემპიონს ჭიდაობა სამბოში- ზაზა დავაძეს, მოქმედ სპორტსმენს, ევროპის პრიოზიორს მოსწავლეთა შორის ჟორა სერობიანს, ე.წ "კაცი მაგნიტს", გინესის მსოფლიო რეკორდსმენს ეითიბარ ელჩიევს, ფიზკულტურის დამსახურებულ პედაგოგს მუსლიმ გახრამაზოვს და პეკინისა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების მონაწილეს, ევროპის ჩემპიონს ძიუ-დოში ლომერ ჟორჟოლიანს.
მეჩირაღდნეებმა ოლიმპიური ცეცხლი მარნეულის კულტურის სახლის ეზოში მიიტანეს, სადაც გაიმართა გრანდიოზული სპორტული და კულტურული საზეიმო ღონისძიებები - ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებისა და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით.
საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილე რამინ ისმაილოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.
მარნეულში გამართული საზეიმო კონცერტი ფოიერვერკით დასრულდა.
ცნობისთვის ოლიმპიური ცეცხლი მარნეულში მთელი ღამის განმავლობაში დარჩება, რომლის შემდგომ ესთაპეტა გარდაბნისა და რუსთავის მუნიციპალიტეტში გადაინაცვლებს. 
აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 26 ივნისიდან 1 აგვისტომდე საქართველო მე-13 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობს. ოლიმპიური ცეცხლი აინთო ათენში, პანათინაიკოსის სტადიონზე, ოლიმპიადის ოფიციალურ დაწყებამდე 2 თვით ადრე. ევროპის ახალგზარდული ოლიმპიური ფესტივალის ჩირაღდანი ქართულ კულტურასთან დაკავშირებული ელემენტებით - ვაზის ფოთლებითა და ყურძენის მარცვლებით არის გაფორმებული. 
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ოლიმპიური ჩირაღდანი პირველად შემოვიდა საქართველოში, ქ. ბათუმში, ამის შემდგომ ის ეტაპობრივად შემოივლის საქართველოს ყველა ქალაქს და ესტაფეტას დაასრულებს 26 ივნისს, ქ. თბილისში. ფესტივალის განმავლობაში დედაქალაქსს ესტუმრება 50 ქვეყნის 3800 მონაწილე.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2752
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2092
სექ 19 სამ 2023
2334
ივლ 05 ოთხ 2023
2495
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031