პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მარნეულში მცხოვრებ პატარებს ერთი ლამაზი დღე აჩუქეს.
ამ დღეს, კულტურის სახლის ეზოში, ბავშვთა გასართობი ღონისძიებები დილიდან – მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა – ბავშვთა ფოტო კონკურსი, პროფესიონალური მხატვრების შემოქმედების გამოფენა, ფილმის ჩვენება, ესტაფეტა-თამაშობები და ა.შ
აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო ფერადი ცარცებით ასფალტზე ხატვა, სადაც ასევე გაიმართა სპორტული შეჯიბრებები პატარა სპორტსმენებს შორის.
ღონისძიების დამსწრე პატარების გასართობად მოწვეულნი იყვნენ ანიმატორები: მიკი- მაუსი, ბეტმენი, კლოუნები და სხვა.
სპეციალურად ამ დღისთვის, ღია ცის ქვეშ დაუკრა კულტურის ცენტრთან არსებულმა ბენდმა „მაუგლი“.
კულტურის სახლის ეზოში მიმდინარე ღონისძიებას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სალია, გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეუერთდნენ. მათ, შეკრებილ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს და წარმატება უსურვეს.
მარნეულში გამართულ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვილი ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურ მონაწიელობას იღებდა ააიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრი“, საქართველოს სახალხო დამცველის ქვემო ქართლის ოფისი, საქართველოში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია და არასამთავრობო ორგანიზაცია „Dream partner“.
ადგილობრივი თვითმმართველობა მადლობას უხდის ღონისძიებაში მონაწილე თითოეულ ორგანიზაციას აქტიურობისა და ჩართულობისთვის.