მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
26 მაი 2015
 

დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში,   დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდან  გაიმართა.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო სამშობლოს დასაცავად ომში დაღუპული გმირების  ფოტო გამოფენა, ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების  ფოტო ჩვენება.   გარდა ამისა გამოფენილი იქნა კონკურს  „აღბეჭდე შენი მარნეული“–ში მონაწილეთა ფოტოები, სადაც მოხდა გამარჯვებულის გამოვლენა და დაჯილდოვება.
ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე, ქვემო ქართლის  მხარის გუბერნატორის მოადგილემ რამინ ისმაილოვმა, გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ  ნაბი აბდულაევმა და  დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა   მამა ილია ჭიღლაძემ სცენიდან მიულოცეს.
საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, მარნეულის გამგეობის,  ასევე საკრებულოს თანამშრომლოები და სხვა მოწვეული სტუმრები.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების პარალელურად, მარნეულში მდებარე  კლინიკა „პროფესორმა“  კულტურის ცენტრის  ეზოში  მოაწყო   საველე სამედიცინო კარავი, სადაც  გაიმართა  უფასო სამედიცინო აქცია. აქციის ფარგლებში, კლინიკის ექიმებმა  ღონისძიებაზე  დამსწრე მოსახლეობას  სხვადასხვა სახის უფასო კონულტაციები  გაუწიეს.
ღონისძიების ფარგლებში ლოზუნგით–   „გაამწვანე მარნეული“,   მოეწყო  ყვავილებისა და ნერგების გამოფენა–გაყიდვაც. 
გაიმართა ბავშვთა უფასო გასართობი ღონისძიებები  – საბავშვო ატრაქციონები, ანიმატორები, სახის მოხატვა, სხვადასხვა თამაშობები  და შეჯიბრებები.
მოეწყო  სპორტული  ასპარეზობები– ქართული ჭიდაობასა და მკავჭდში.
26 მაისისადმი მიძღვნილი  ღონისძიება გალა-კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობას  იღებდა   ფოლკლორული ჯგუფი „ბანი“, ასევე მარნეულის „კულტურის ცენტრის“ შემოქმედებითი კოლექტივები,ინდივიდუალური შემსრულებლები, საჯარო სკოლების მოსწავლეები  და სხვა.
ღონისძიების ორგანიზება  ააიპ  მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრმა“ უზრუნველყო.

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2507
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2069
სექ 19 სამ 2023
2322
ივლ 05 ოთხ 2023
2477
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031