მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

პროექტის „უთხარი არა ნაადრევ და იძულებით ქორწინებას!“ პრეზენტაცია ქალაქ მარნეულში
14 მაი 2015
 

13 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში ორგანიზაცია „ჟურნალისტთა ქსელი გენდერულ თანასწორობისთვის“ ინიციატივითა და მარნეულის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა თემაზე “უთხარი არა ნაადრევ და იძულებით ქორწინებას!“  

შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები, ადგილობრივი აქტიური მოქალაქეები, მარნეულის საგანმანათლებლო რესურს ცენტრისა და რეგიონული მედიის წარმომადგენლები.
აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა  ნაადრევ  ქორწინებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, სტატისტიკურ მონაცემებსა და იძულებით ქორწინებასთან დაკავშირებით გამკაცრებულ სანქციებზე დეტალურად ისაუბრეს.  
შეხვედრა  მოკლე პრეზენტაციისა და კითხვა-პასუხის ფორმატით 1 საათის განმავლობაში წარიმართა, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა მიეცა აღნიშნულ თემასთან  დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიეღო.
მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები მარნეულის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც გაგრძელდება.
პროექტი „უთხარი არა ნაადრევ და იძულებით ქორწინებას!“  შვეიცარიის საელჩოს დაფინანსებით ხორციელდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2603
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2031
სექ 19 სამ 2023
2300
ივლ 05 ოთხ 2023
2450
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031