მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ახალი ნაგავსაყრელი ქვემო ქართლში
12 მაი 2015
 

მიმდინარე წლის 12 მაისს, EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ „ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტის“ განხორციელების მიზნით, ხელშეკრულებები გაფორმდა. პროექტი მიზნად ისახავს ქვემო ქართლის რეგიონში (მარნეული) ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობას, მყარი ნარჩენების ტრანსპორტირებისა და ნაგავსაყრელის ფუნქციონირებისათვის საჭირო ტექნიკის/აღჭურვილობის შეძენას.

ახალი ნაგავსაყრელი მოემსახურება ქვემო ქართლის 5 მუნიციპალიტეტს (მარნეული, ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო, წალკა). სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს საქართველოს მხრიდან ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხრიდან, EBRD-ის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ. აღნიშნული პროექტი განხორციელდება შემდეგი ფინანსური მხარდაჭერით: - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) - 7 მილიონი ევრო შეღავათიანი სესხის სახით; - შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) - 3 მილიონი ევრო გრანტის სახით. პროექტის განხორციელების ხელშეკრულება გააფორმეს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა და EBRD-ის რეგიონული დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ. პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელების ხელშეკრულება გაფორმეს მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის გამგებლებმა და EBRD-ის რეგიონული დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ. ღონისძიებას დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, EBRD-ის გენერალური დირექტორი აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ფრანცის მაგილე, შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარტინა ქვიქი, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ხელმძღვანელი ევა სმედბერგი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3325
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2031
სექ 19 სამ 2023
2300
ივლ 05 ოთხ 2023
2450
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031