მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
09 მაი 2015
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების 70–ე წლის იუბილესთან   დაკავშირებით, სამამულო ომის ვეტერანებისათვის მიძღვნილი მასშტაბური  ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი მოადგილეებთან ერთად, საკრებულოს თავჯდომარე ნაბი აბდულაევი, ქვემო ქართლის სამხარეო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე რამინ ისმაილოვი, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავჯდომარე მარნეულის მუნიციპალიტეტში ამირან გიორგაძე, მარნეულის ტერიტორიაზე მდებარე საავიაციო სამხედრო ნაწილის ჯარისკაცები, თვითმმართველობის  სხვა ხელმძღვანელი პირები  და  მოწვეული სტუმრები.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეულნი იყვნენ მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ვეტერანები, ხოლო იმ ვეტერანებმა რომელთაც ვერ შეძლეს მოსვლა გამგებელი პირადად ესტუმრა ოჯახში და მიულოცა ფაშიზმე  გამარჯვების  70  წლისთავი და გადასცა საჩუქრები. 
გამგებელი,  ასევე დაესწრო სოფელ სადახლოში 9 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებას,  და იმყოფებოდა სოფელ თაზაქენდში სადაც გვირგვინით შეამკო აზერბაიჯანელი გმირის, სამგზის ღირსების ორდენის კავალერის   ამრან ასლანოვის მემორიალი.
ჩატარებული ღონისძიება შინაარსობრივად მრავალფეროვანი იყო, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები, ადგილობრივი სამუსიკო და ქორეოგრაფიული ანსამბლები, რომელთაც სიმღებით, ცეკვებითა და ლექსებით გაალამაზეს საღამო.
ღონისძიების დასასრულს  პრემიერ მინისიტრის ინიციატივით   საზეიმო ვითარებაში  ვეტერანებს გადაეცათ მედლები  და მისალოცი ბარათები, ასევე აღსანიშნავია, რომ  მიმდინარე წელს საქართველოში მცხოვრებ ყველა ვეტერანს   ერთჯერადი საჩუქრის სახით  პირად ანგარიშზე ჩაერიცხათ 1000 ლარი. 
მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სახელით კი,  ფულადი საჩუქარი, სპეციალურად მათთვის დამზადებული ღვინოები, ბოთლის ეტიკეტზე მათი გამოსახულებითა  და მისალოცი ბარათები.  
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო   მარნეულში ახლად გახსნილმა, კლინიკა „პროფესორის“ წარმომადგენლებმა, რომლებმაც  ვეტერანებს და მათ ოჯახის წევრებს  უფასოდ გადასცეს მაღალ  ტექნოლოგიურ  სამედიცინო სერვისებზე მომსახურების სრული  პაკეტები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2803
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2030
სექ 19 სამ 2023
2300
ივლ 05 ოთხ 2023
2449
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031