მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში მზის საერთაშორისო დღე აღინიშნა
04 მაი 2015
 

3 მაისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მზის საერთაშორისო დღე აღინიშნა. აღნიშნულთან დაკავშირებით,  მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების ინიციატვითა  და ა.ა.ი.პ. „კულტურის ცენტრის“ დახმარებით  მასშტაბური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც დაესწრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები დიდი მუღანლოდან, საიმერლოდან, თამარისისიდან  და ქალაქ მარნეულიდან.

ღონისძიებას ასევე შეუერთდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა. 
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა სახალისო აქტივობები, როგორიც არის: გუაშით ხატვა ადგილობრივი მხატვრის, მანუჩარ პაპიძის ხელმძღვანელობით, ხატვა ასფალტზე ფერადი ცარცებით, ორნამენტული ხატვა სახეზე, რომელსაც   ორგანიზება გაუწია არასამთავრობო ორგანიზაცია „Dream partner”-მა. 
ადგილზე შესრულებული ნახატები გამოიფინა კულტურის  პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. ხოლო, მარნეულის „კულტურის ცენტრთან“ არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა, „იბერია“-მ, დავით ჭანტურიას ხელმძღვანელობით, მოაწყო მასშტაბური ფლეშ-მობი. 
აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ, იგეგმება მსგავსი ტიპის ღონისძიებების რეგულარულად ჩატარება, რაც ხელს  შეუწყობს ახალგაზრდების წახალისებასა და შემოქმედებითი კუთხით განვითარებას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3276
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2031
სექ 19 სამ 2023
2301
ივლ 05 ოთხ 2023
2452
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031