მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქვესადგურის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა
27 აპრ 2015
 

დღეს, გამგეობაში,   მარნეულის 500 კვ ქვესადგურის მშენებლობის  და ექსპლუატაციის განხორციელების პროექტის ფარგლებში,  გაიმართა განხილვა.

ანგარიშის  განხილვა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინიციატივით გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ  მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ზაურ ტაბატაძე, თვითმმართველობის თანამშრომლები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
საჯარო განხილვის მსვლელობისას მომხსენებლებმა  ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქვესადგურის მშენებლობა და ოპერირება მოხდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე შესაძლო ნეგატიური ზემოქმედების მინიმიზაციას.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ პროექტის განხორციელება დადებითად იმოქმედებს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მაჩვენებლის ზრდასა და მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2634
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2092
სექ 19 სამ 2023
2334
ივლ 05 ოთხ 2023
2495
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031