მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

პროექტი გერმანული კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაცია/კვლევა საქართველოში
26 აპრ 2015
 

25 აპრილს გოეთეს ინსიტუტში სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის –გერმანული კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაცია/კვლევა საქართველოში –ფარგლებში გამართა გერმანელი არქიტექტორის ანდრეა ფარმანის ლექცია.

ლექციას დაესწრო მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, სადაც წარადგინა შესანიშნავი ისტორიული მასალები  სოფელ თამარისში არსებული გერმანული კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაციის შესახებ.
აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ბოლნისის, ასურეთისა და თრიალეთის  გამორჩეული გერმანული შენობების ინვენტარიზაცია/პასპორტიზაცია/კვლევას. ამასთან  ყველა გერმანული დასახლების  იდენტიფიკაციასა და მისი ლოკაციის დადგენას; ამის ამსახველი სათანადო სამეცნიერო დოკუმენტებისა და რუკების დამზადებას. 
მიმდინარე კვლევა სავარაუდოდ გაგრძელდება მომდევნო წლებშიც და ყველა გერმანული დასახლება იქნება შესწავლილი, მათ შორის სოფელი თამარისიც. გარდა შესწავლისა, ეროვნული სააგენტო მომზადებული დასკვნების საფუძველზე უზრუნველყოფს მათთვის ძეგლის ლეგალური სტატუსის მინიჭებასა და კონკრეტულ ობიექტებზე გადაუდებელი დაცვითი ღონისძიებების განხორციელებას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3158
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2093
სექ 19 სამ 2023
2335
ივლ 05 ოთხ 2023
2495
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031