მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ბიზნეს იდეების კონკურის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამგეობაში
24 აპრ 2015
 

ბიზნეს იდეების კონკურსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გრძელდება.  მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის  პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია,  ააიპ რეგიონული განვითარების ასოციაციის (RDA) წარმომადგენელმა  ილია გოგოლაძემ  ამჯერად მუნიციპალიტეტში მცხოვრებ  საზოგადოებრივად  აქტიურ ქალბატონებს გააცნო.

შეხვედრაზე  კონკურსის მიზანსა და  მასში მონაწილეობის მისაღებად  საჭირო პროცედურებზე ისაუბრეს, სადაც ასევე განიხილეს სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.
შეგახსენებთ, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს  საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას– მეწარმეების დაფინანსებისა და ცოდნის ამაღლების გზით.
პროგრამას ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტო კონტრაქტორი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით.  ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში სააგენტოს კონტრაქტორია ააიპ რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA).
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება 2015 წლის 15 მარტიდან დაიწყო. ამჟამად მიმდინარეობს ბიზნეს იდეების კონკურსი. განაცხადების მიღება www.qartuli.ge ვებ-გვერდის მეშვეობით 2015 წლის 18 მაისამდე გაგრძელდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2656
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2105
სექ 19 სამ 2023
2345
ივლ 05 ოთხ 2023
2505
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031