დღეს, ქალაქ მარნეულში სპორტულ კომპლექს „ათა ჰოლდინგში“ გაიხსნა საქართველოს ჩემპიონატი ბატუტზე ხტომაში.
ჩემპიონატში მონაწილეობენ, როგორც თანრიგოსნები ასევე ოსტატები თბილისიდან, მარნეულიდან , ქუთაისიდან, ბათუმიდან და გორიდან.
ღონისძიებას დაესწრო მარნეულის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი მოადგილეებთან ერთად, საკრებულოს თავჯდომარე ნაბი აბდულაევი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წევრები.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატი ტარდება, ყოველ წელს , საქართველოს ტანვარჯიშის ეროვნული ფედერაციის თაოსნობით და ემსახურება სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას.
25 აპრილს ჩემპიონატი საზეიმო ვითარებაში დაიხურება.