მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სასტუმრო ”ჰოლიდეი ინნ-ში
31 მარ 2015
 

თბილისის მერი დავით ნარმანია და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი, რუსთავის მერი დავით ჯიქია, სასტუმრო ”ჰოლიდეი ინნ-ში" აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების მერებსა და გამგებლებს შეხვდნენ.

სამუშაო შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი და საკრებულოს თავჯდომარე ნაბი აბდულაევი დაესწრნენ, სადაც  თვითმმართველობების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, დღევანდელი რიგით მეორე შეხვედრა, აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის ჩატარდა. „ისევე, როგორც ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე, დღევენდელ შეხვედრაზეც მუნიციპალიტეტების მერებმა და გამგებლებმა წარმოადგინეს წინადადებები კანონმდებლობაში არსებული და გამოსასწორებელი ხარვეზების შესახებ, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობა უფრო მოქნილი, ქმედითი და ეფექტური გახდეს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის თქმით, საუბარია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში, შესყიდვების კანონმდებლობასა და სხვა მარეგულირებელ ნორმებში შესატან ცვლილებებზე.
მუნიციპალიტეტების მერებთან და გამგებლებთან მომდევნო, შემაჯამებელი შეხვედრა აპრილის ბოლომდე გაიმართება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3430
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2057
სექ 19 სამ 2023
2318
ივლ 05 ოთხ 2023
2467
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031