მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში აბიტურიენტებს 1+4 პროგრამა და „შსს აკადემიის საბაკალავრო პროგრამა“ გააცნეს
25 თებ 2015
 

დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის, შსს-ს აკადემიის წარმომადგენლები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ აბიტურიენტებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე 100-მდე მე-12 კლასელი დაესწრო, რომლებსაც გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებზე და პროგრამა "1+4"-ს შესახებ ესაუბრნენ.
ღონისძიებაზე დამსწრე აბიტურიენტებს  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენელმა ასევე   წარუდგინა პრეზენტაცია თემაზე - "შსს აკადემიის საბაკალავრო პროგრამა", რომლის შემდგომაც  აბიტურიენტებთან საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლში ზაურ დარგალმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სავალან მირზოევმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ლოჯისტიკის ჯგუფის კოორდინატორი მაია გაბუნიამ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის უბნის ინსპექტორთა მომზადების ფაკულტეტის უფროსმა მამუკა ქოიავამ და მარნეულის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა რუსლან გაჯიევმა.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა "1+4" საქართველოში 2010 წლიდან ხორციელდება. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი აბიტურიენტები ამ პროგრამის მეშვეობით მშობლიურ ენაზე უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ 1 წლის განმავლობაში ქართული ენის მოსამზადებელ კურსს გადიან. აღნიშნული კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ, მეორე წელს პირველი კურსიდან აგრძელებენ სწავლას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2715
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2066
სექ 19 სამ 2023
2321
ივლ 05 ოთხ 2023
2472
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031