მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გამგეობის თათბირი 10.02.2015
10 თებ 2015
 

10 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ტრადიციული თათბირი  გაიმართა, სადაც გამგებელმა  მერაბ თოფჩიშვილმა, მისმა მოადგილეებმა ზაურ ტაბატაძემ, თეიმურაზ ბერიძემ და ქამანდარ ისმაილოვმა - გამგეობის სამსახურების ხელმძღვანელებთან და  ადმინისტრაციულ  ერთეულებში გამგებლის  წარმომადგენლებთან ერთად,

მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობაზე, ზამთართან დაკავშირებულ  პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
თათბირს სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ეთერ ლაფერაძე ესწრებოდა, რომელმაც სეზონთან დაკავშირებულ გრიპებსა და ვირუსულ დაავადებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცენტრი გავრცელებული ვისურებისა და გრიპების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარების კუთხით მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს.
თათბირზე ყურადღება გამახვილდა მთავრობის მიერ ინიცირებულ „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების  ბარათებით ბენეფიციართა დაკმაყოფილების საკითხზეც, სადაც დეტალურად განიხილეს „აგრო ბარათების“ დარიგებისა და გამოყენების პროცედურები.
თათბირზე კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილეს სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომელებიც გამგეობის კომპეტენციის ფარგლებში განიხილება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2757
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2031
სექ 19 სამ 2023
2300
ივლ 05 ოთხ 2023
2450
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031