მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე მიმდინარე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები დასრულდა
16 იან 2015
 
დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი კობერიძემ, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა  მარნეულის მუნიციპალიტეტის განახლებული ნაგავსაყრელი დაათვალიერეს. მარნეულის ნაგავსაყრელი ექსპლუატაციაში შევიდა 1999 წელს. მისი ფართობი შეადგენს 76870 მ² და ყოველდღიურად პოლიგონზე განთავსდება საშუალოდ 63.3³ ნარჩენი. 2013 წლის 13 სექტემბერს ნაგავსაყრელი საკუთრებაში გადაეცა „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“. ამ დროისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე მარნეულის ნაგავსაყრელი ვერ აკმაყოფილებდა ეკოლოგიურ და სანიტარულ ნორმებს, ოპერირებდა სტანდარტებთან შეუსაბამოდ და შესაბამისად, მავნე ზემოქმედებას ახდენდა გარემოზე და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნაგავსაყრელზე არაორგანიზებულად განთავსებული ნარჩენი ანაგვიანებდა პოლიგონთან ახლოს გამავალ ცენტრალურ საავტომობილო გზას. შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით,  მარნეულის მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელზე, კეთილმოწყობის მიზნით, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები განახორციელა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო პოლიგონის შიდა გზები, წყალარინების არხები, შემოიღობა ნაგავსაყრელის ტერიტორია,  განთავსდა სადარაჯო ჯიხური, დამონტაჟდა სახანძრო სტენდი, ნაგავსაყრელის მაჩვენებელი რენდერი და ამკრძალავი ნიშანი. ასევე,  მოხდა ტერიტორიის ელექტროფიცირება, მოეწყო მანქანა-მექანიზმების ფარდული.  კეთილმოწყობის პროექტის ღირებულება შეადგენს 529 929 ლარს. პროექტი დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და განახორციელა სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ - შპს „ლავა“. პროექტით დასაქმებული იყო 26 ადგილობრივი მოსახლე. განახლებული პოლიგონის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ, მოქმედი სტანდარტების შესაბამისად განისაზღვრება ნარჩენების მიღება და მათი განთავსება პოლიგონზე გამოყოფილ სპეციალურ უჯრედებში, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას. უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. {AG}2015.01.16-nagaVSAyreli{/AG}  
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2724
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2031
სექ 19 სამ 2023
2301
ივლ 05 ოთხ 2023
2452
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031