მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით მარნეულის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
25 ნოემ 2014
 
კვირეულის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სახის ღონისძიებები უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს.პროკურორები   მარნეულის საჯარო სკოლის უფროსკლასელ მოსწავლეებს და 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეხვდნენ. სემინარს ასევე საჯარო სკოლის დირექტორები, რაიონის მოსახლეობისთვის ცნობადი და ავტორიტეტული პირები და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროკურატურის წარმომადგენლები   საზოგადოებას იმ სამართლებრივი შედეგების შესახებ ესაუბრნენ, რაც თან ახლავს არასრულოწლოვანთან სქესობრივ კავშირს (ქორწინებას), თავისუფლების უკანონო აღკვეთას, გაუპატიურებას (ცოლად მოყვანის შემთხვევაში სქესობრივ კავშირს ძალადობით) და ოჯახურ ძალადობას.ღონისძიების ფარგლებში მოხსენება გააკეთეს ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელმა, ექიმმა-გინეკოლოგმა და სოციალურმა მუშაკმა. მათ იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც მოყვება ნაადრევ ქორწინებასა და ძალადობას, რადგან მსგავსი ქმედებები იწვევს გარკვეულ ფიზიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ პრობლემებს. ასევე ისაუბრეს იმ ღონისძიებებზე, რაც დანაშაულის მსხვერპლის რეაბილიტაციისთვის უნდა გატარდეს.„ოჯახური ძალადობის კვირეულის“ ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები  არასრულწლოვანი  მდედრობითი სქესის  და  ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობის უფლებების დაცვას ისახავს მიზნად. {AG}2014.11.25-prokurori.dzaladob{/AG}
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2667
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2069
სექ 19 სამ 2023
2322
ივლ 05 ოთხ 2023
2477
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031