სიახლეები
გამგეობის თათბირი 18.11.2014
18 ნოემ 2014
თათბირზე ძირითადად საუბარი შეეხო შეშით მომარაგების, დასუფთავების მოსაკრებელის, წყლის გამრიცხველიანებისა და საბავშო ბაღების დროული ექსპლუატაციის საკითხებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარნეულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა ნუკრი მემარნიშვილმა მიწების აღრიცხვიანობის სრულყოფილების საჭიროებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია სახელმწიფოსა და ფერმერთა მფლობელობაში არსებული მიწების გამიჯნვა. მემარნიშვილის თქმით, რაიონის მასშტაბით უკვე დაწყებულია საშემოდგომო ხვნა- თესვის პროცესი და უკვე ითესება ხახვი და ხორბლი. ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა მამუკა ნავერიანმა გამგეობის მიერ სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში გაწეული სამუშაოების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, გასულ კვირას 22 ადამიანს 10 133 ლარის ოდენობის დახმარება გაეწია. მან ასევე ისაუბრა სპორტის სფეროში რაიონის ძიუდოისტების წარმატებაზე. მარნეულის კულტურის სახლის დირექტორმა ბესარიონ ფაღავამ კულტურის სახლის კეთილმოწყობის სამუშაოების მიმდინარეობასა და წინასაახალწლო მზადებაზე ისაუბრა. მისი თქმით, კულტურის სახლის ცენტრალური გათბობის სისტემით უზრუნველყოფის მიზნით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი. ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს შენობის ინტერიერის რეკონსტრუქცია.
{AG}2014.11.18-gamgeobis.tatbiri{/AG}
მნახველთა რაოდენობა: 2771
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
591
აპრ 22 ოთხ 2020
15751
აპრ 22 შბ 2017
28987
იან 09 ორშ 2017
28537
აგვ 30 სამ 2016
30545
აგვ 27 შბ 2016
29810
სექ 02 პარ 2016
28240
აგვ 26 პარ 2016
27748
აგვ 30 სამ 2016
25870
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |