მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში „ქართველები ევროპაში -ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
12 ნოემ 2014
 
  როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი,  აღნიშნული პროექტი ორწლიანია და მოიცავს  ორ რეგიონს:  სამცხე-ჯავახეთსა და (ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა) და ქვემო ქართლს (მარნეული, გარდაბანი, ბოლნისი).პროექტის მთავარი მიზანია სასაზღვრო მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელი და სომეხი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე ვიშეგრადის ქვეყნების (პოლონეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი და უნგრეთი) გამოცდილების გაზიარებით.  პრეზენტაციაზე მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი იმყოფებოდა. მან მადლობა გადაუხადა პროექტის პრეზენტატორებს და რაიონში სამომავლოდ განსახორციელებელ საქმიანობაში წარმატება უსურვა.  აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ  ფერმერები, გამგებლის წარმომადგენლები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული  ტერიტორიული ერთეულებიდან, გამგეობის თანამშრომლები, სკოლის დირექტორები ერთნიკურად დასახლებული სოფლებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციის, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები  და სხვა დაინტერესებული პირები. {AG}2014.11.12-shexvedra.usaidshi{/AG}
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2611
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2065
სექ 19 სამ 2023
2320
ივლ 05 ოთხ 2023
2472
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031