სიახლეები
თათბირი 11.11.2014
11 ნოემ 2014
თათბირზე ძირითადი ყურადღება გამახვილდა მოსახლეობისთვის შეშის მომარაგებისა და ცალკეულ სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის საკითხზე.შპს „ხრამ-დებედა“–ს აუზის სისტემური სამმართველოს უფროსმა ალექსანდრე შუკაკიძემ სარწყავი არხების რეაბილიტაციის მიმდინარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის სამშენებლო სამუშაოები რვა მაგისტრალურ არხზე მიმდინარეობს. მისი თქმით, მომავალი წლისთვის ყველა სოფლის შიდა სარწყავი არხების ქსელების გაწმენდა იგეგმება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა ჯუმბერ შუბითიძემ დამსწრეთ რაიონის მასშტაბით სოფლის მეურნების დარგში არსებული სიახლეები გააცნო და აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის დამუშავებულია 2400 ჰექტარი მიწის ფართობი, ხოლო 220 ჰექტარი უკვე დაზღვეულია.თათბირზე შპს სოფ.წყალის დირექტორმა ბადრი ქველაძემ სოფელ კაჩაგანში სასმელი წყლის ხუთკილომეტრიანი მოცულობის მაგისტრალური მილსადენის სარეაბილიტაციო პროექტის დასრულების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ამიერიდან სასმელი წყლის პრობლემა გადაეჭრება სოფელ კაჩაგნის, თაქალოსა და კასმუსლოს მოსახლეობას.
{AG}2014.11.11-gamg.tatbiri{/AG}
მნახველთა რაოდენობა: 2873
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
591
აპრ 22 ოთხ 2020
15751
აპრ 22 შბ 2017
28987
იან 09 ორშ 2017
28538
აგვ 30 სამ 2016
30545
აგვ 27 შბ 2016
29810
სექ 02 პარ 2016
28240
აგვ 26 პარ 2016
27748
აგვ 30 სამ 2016
25870
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |