მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის 2013 წლის I კვარტლის ანგარიში
17 ივნ 2013
 
   როგორც მოგეხსენებათ მარნეულის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა  და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულება დამტკიცებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 ივნისის N7/3 დადგენილებით,  სამსახური არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება–დამუშავებასა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვას. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და 7 სპეციალისტისაგან, აქედან 3 მთავარი სპეციალისტია, ხოლო 4 წამყვანი.     სამსახურში 2013 წლის I კვარტლის მდგომარეობით შემოსულია 376  კორესპოდენცია (განცხადება და წერილი) აქედან მუნიციპალიტეტის საკრებულოდან 208 კორესპოდენცია, ხოლო 168 მუნიციპალიტეტის გამგეობიდან. შემოსული განცხადებებიდან შესრულებულია 257 კორესპოდენცია, ხოლო 119 განხილვის პროცესშია.      2013 წლის 1 კვარტალში სამსახურის მიერ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული განსაკუთრებითი უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით მომზადებულ და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს მიმართ წარდგენილ იქნა  სხვადასხვა ნორმატიული აქტების პროექტები, რის შესაბამისადაც   მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულ იქნა  ისეთი მნიშვნელოვანი ნორმატიული აქტები, როგორიცაა:1.    მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 იანვრის N4 დადგენილება ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და უძრავ–მოძრავი ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ”; 2.    მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 იანვრის N3 დადგენილება ,,მარნეულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“;3.    მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 6 თებერვლის N9 დადგენილება „მშენებლობის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ’’ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“;4.    მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 5 აპრილის N12 ,,მარნეულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ” მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 მარტის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“;        2013 წლის 1 კვარტალში სამსახურის მიერ ასევე მომზადებული  და საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარდგენილ იქნა სხვადასხვა  მოხსენებითი ბარათები, რის შესაბამისადაც  მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულ იქნა ისეთი ინდივიდუალურ–სამართლებრივი აქტი, როგორიცაა:1.    მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 მარტის N60 განკარგულება, რის საფუძველზეც ქალაქ მარნეულის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,რუსთაველის ქუჩა N46“-ს განესაზღვრა მრავალბინიან სახლზე მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის ფართი და საზღვრები (წითელი ხაზები)      სამსახური აქტიურადაა ჩართული მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის N131 განკარგულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებების განხორციელებაში, რომელიც ითვალისწინებს ფაქტიურ მდგომარეობაზე დაყრდნობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ შენობა–ნაგებობებზე ნუმერაციების შესახებ ცნობების გაცემას, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამსახურის ერთ–ერთ პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს ქალაქ მარნეულში არსებული ქუჩებისა და შენობა–ნაგებობების ნუმერაციების მოწესრიგება, რაც შესაბამისად გააუმჯობესებს  მოსახლეობის, როგორც საჯარო, ასევე სამოქალაქო რეესტრთან მომსახურების სერვისს.   ––––  სამსახური კონტროლს ახორციელებს სხვადასხვა მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებულ  ხელშეკრულებებზე, მათ შორის:1.    მარნეულის მუნიციპალიტეტსა და შ.პ.ს. ,,ნიუ–ბილდინგ 2007“–ს  ურთიერთშორის გაფორმებული 2013 წლის 4 თებერვლის N28 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს   მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების სისტემების მოვლა–პატრონობას, ხელშეკრულების თანხა შეადგენს 58 999 ლარს, 2013 წლის I კვარტლის  მდგომარეობით, შ.პ.ს. ,,ნიუ–ბილდინგი“–ს მიერ გაწეულ იქნა  14 896,76 ლარის  მომსახურება.2.    2012 წლის 21 დეკემბრის N494 ხელშეკრულება (შემსრულებელი ,,ექსპრეს –ტურისტი), ხელშეკრულების შესაბამისად  შ.პ.ს. ,,ექსპრეს ტურისტი“ ახორციელებს  საქართველოს   ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის მომსახურებას, ხელშეკრულება გაფორმებულია 33 000 კილომეტრზე, თანხით 32 999 ლარი, 2013 წლის 1 კვარტლის მდგომარეობით საზოგადოების მიერ გაწეული მომსახურებაა 5 562 კილომეტრი, რაც თანხობრივად შეადგენს 5556,56 ლარს.  მომსახურება ძირითადად გაწეულ იქნა  სამხედრო წვევამდელთა და სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის მიზნით.3.    2013 წლის 13 მარტის N87 ხელშეკრულება (ინდ. მეწარმე ,,გიორგი მათიაშვილი), რის შესაბამისადაც ინდ. მეწარმე ,,გიორგი მათიაშვილი“ ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაწანწალა ძაღლების დაჭერას, ხელშეკრულება გაფორმებულია 400 სულზე, რომლის თანხა შეადგენს 10000 ლარს , დღეის მდგომარეობით მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დაჭერილ იქნა  179 მაწანწალა ძაღლი, რომლის მომსახურების ღირებულებაც შეადგენს 4 475 ლარს4.    2012 წლის 31 დეკემბრის N504 ხელშეკრულება (შ.პ.ს. ,,მარნეულის კომუნალური მეურნეობა ა“), საზოგადოება წარმოადგენს მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ დაფუძნებულ 100%–იანი წილის მქონე საწარმოს, საზოგადოება ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა–დასუფთავებას, ნარჩენების გატანასა და სკვერების მოვლა–პატრონობას, 2013 წელს  მომსახურების ღირებულება ხელშეკრულების შესაბამისად შეადგენს 730 000 ლარს, 2013 წლის 1 კვარტლის მდგომარეობით საზოგადოების მიერ გაწეულია 369 494 ლარის მომსახურება. საზოგადოების კაპიტალში 2013 წლის 1 კვარტალში მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შეტანილ იქნა სპეციალური დანიშნულების ავტომანქანა (ნაგავმზიდი), რომლის ღირებულებაც შეადგენს 113 000 ლარს და 47 ერთეული ბორბლებიანი  ნაგვის ურნა, ღირებულებით 28 500ლარი.           –––– სამსახური ასევე,  ახორციელებს შიგა სამეურნეო დანიშნულების არხების გაწმენდითი სამუშაოების კონტროლს, 2013 წლის 1 კვარტლის მდგომარეობით წერეთლის ტერიტორიულ ერთეულში გაწმენდილ იქნა დაახლოებით 5000 გრძივი მეტრი პირველი რიგის შიგა სამეურნეო დანიშნულების სარწყავი არხი, რომლის გამტარიანობაც ხელი შეუწყო წერეთლის ტერიტორიულ ერთეულში მდებარე 300 ჰა–მდე სავარგულის ეფექტურ მორწყვას, ამჟამად შიგა სარწყავი არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს თამარისის, დამია–გეურარხის, სადახლოს, ყულარის, კაპანახჩის, ყიზილაჯლოსა და ქუთლიარის ტერიტორიულ ერთეულებში.            –––სამსახურს ასევე, დავალებული აქვს მარნეულის მუნიციპალიტეტში ,,მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“–ს ფარგლებში განხორციელების ხელშეწყობა, პროექტის მიზანია მცირემიწიანი ფერმერების ერთწლიანი კულტურების წარმოებაში ჩართულობის სტიმულირება, შემდგომში მათი მდგრად და განვითარებად ფერმერულ მეურნეობებად ჩამოყალიბების მიზნით; ასევე იმ მცირე მიწიანი ფერმერების საქმიანობის ხელშეწყობა, რომელთაც თავიანთ მიწის ნაკვეთებზე მხოლოდ მრავალწლიანი ნარგავები გააჩნიათ. პროექტით მოსარგებლე მცირემიწიანი ფერმერია, ის პირი ვისაც საკუთრებაში აქვს, ან ფაქტიურად ფლობს 5 ჰა-მდე (ჩათვლით) ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. 2013 წლის I კვარტლის მდგომარეობით პროექტის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტში დაკმაყოფილდა 20 887 ბენეფიციარი.    მარნეულის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის            სამსახურის უფროსი:                                                                  დავით ხარშილაძე 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2874
 
 
 
სიახლეები
ივლ 28 ხუთ 2022
230
ივლ 26 სამ 2022
241
ივლ 04 ორშ 2022
466
ივნ 27 ორშ 2022
523
ივნ 23 ხუთ 2022
457
ივნ 08 ოთხ 2022
608
მაი 25 ოთხ 2022
719
მაი 20 პარ 2022
725
მაი 09 ორშ 2022
956
 
     
    სიახლეები
    2022 აგვისტო
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031