სიახლეები
შეხვედრა შაუმიანში ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობასთან
30 ოქტ 2014
ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბრისას დევნილი მოსახლეობის მიერ ძირითად პრობლემებად სოციალური, კომუნალური და ინფრასტრუქტურული საკითხები გამოიკვეთა.როგორც შეხვედრაზე მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა საქართველოში არ დარჩება დევნილთა დასახლება სადაც არ ჩავა და არ მოინახულებს იქ მცხოვრებ ოჯახებს. მისივე თქმით სამინისტრო აქტიურად მუშაობს დევნილთა პრობლემების გრძელვადიან მოგვარებაზე, რათა მათ ჰქონდეთ შემოსავლის წყარო, საკუთარი საცხოვრებელი ფართი და მიწა, თუმცა მანამდე აუცილებელია მათ წინაშე არსებული ელემენტარული სოციალური პრობლემების სწრაფი გადაჭრა.მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლმა მერაბ თოფჩიშვილმა სტუმრებს მოუთხრო დევნილთა დასახმარებლად უკვე ჩატარებული სამუშაოების შესახებ და უახლოეს მომავალში დაგეგმილი სამუშაოებიც გააცნო. „აქ მცხოვრებ დევნილ ოჯახთა პრობლემებს სიღრმისეულად ვიცნობ. მე, მათ წინა შეხვედრის დროს დავპირდი, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად აუცილებლად მოვიდოდით, მოვუსმენდით მათ პრობლემებს და მათთან ერთად ვიმსჯელებდით გადაჭრის გზებზე. ადგილობრივი ხელისუფლება კომპეტენციის ფარგლებში ვცდილობთ ყველაფერი გააკეთოთ აქ მცხობრები ოჯახების დასახმარებლად.“- განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლმა მერაბ თოფჩიშვილმა.აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდა დევნილთა საცხოვრებელი შენობების გადახურვა და ასევე სოფელში დევნილთა დასახლებაში ხევზე გადასასველი ხიდის მშენებლობა.
{AG}2014.10.30-shekhvedra.devnilebtan{/AG}
მნახველთა რაოდენობა: 2742
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
47
აპრ 03 ოთხ 2024
796
აპრ 22 ოთხ 2020
15925
აპრ 22 შბ 2017
29175
იან 09 ორშ 2017
28742
აგვ 30 სამ 2016
30716
აგვ 27 შბ 2016
29994
სექ 02 პარ 2016
28438
აგვ 26 პარ 2016
27919