სიახლეები
მოსახლეობისთვის შეშის მომარაგების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
24 ოქტ 2014
შეხვედრაზე მარნეულში ტყეკაფებისა და საშეშე მასალის სიმწირის პრობლემაზე ისაუბრეს და მოსახლეობისთვის სათბობი რესურსის უზრუნველსაყოფად სხვადასხვა ვარიანტები განიხილეს. ქვემო ქართლის სატყეო დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კიპაროიძემ შეხვედრის დამსწრეებს ქვემო ქართლისთვის 2014-2015 წლის ზამთრის სეზონისთვის გამოყოფილი მერქანული რესურსის მოცულობის მონაცემები გააცნო და აღნიშნა, რომ საშეშე მერქანის რესურსი - 50 000 კბ/მ- ს შეადგენს. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში საშეშე მერქნის მოცულობის მიზნობრივი ხარჯვის მიზნით, სოფლებში, თითოეული კომლისთვის განკუთვნილი ლიმიტის ათვისების კონტროლის მექანიზმის შემუშავებაზეც იმსჯელეს.როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა განაცხადა, მოსახლეობისთვის შეშით მომარაგების პრობლემა - წლების განმავლობაში ტყეების უმოწყალოდ გაჩეხვამ გამოიწვია. მისი თქმით ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობისთვის პრობლემატური საკითხის გადაჭრის მიზნით, შესაბამის სამსახურებთან კორდინაციის რეჟიმში აქტიურად მუშაობს, რათა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი სირთულეები.მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში თითოეული კომლისთვის საშეშე მასალის ლიმიტი 7კბ/მ- ითაა განსაზღვრული.
{AG}2014.10.24-samushao.shekhvedra.chais.sakhlshi{/AG}
მნახველთა რაოდენობა: 2824
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
47
აპრ 03 ოთხ 2024
796
აპრ 22 ოთხ 2020
15925
აპრ 22 შბ 2017
29175
იან 09 ორშ 2017
28742
აგვ 30 სამ 2016
30716
აგვ 27 შბ 2016
29994
სექ 02 პარ 2016
28438
აგვ 26 პარ 2016
27919