მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს
15 ოქტ 2014
 
  ამ დროისთვის  სარეაბილიტაციო სამუშაოები  უკვე დასრულებულია  სოფელ საიმერლოს, წერეთლის, ყიზილაჯლოს,  შულავერის, შაუმიანის დევნილთა დასახლებისა და  ქ. მარნეულის  #1 საბავშვო ბაღში.  ხოლო   სოფელ თამარისის, შაუმიანისა და ქ. მარნეულის #4 საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოები კვლავ აქტიურად გრძელდება.  აღსანიშნავია, რომ წელს მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებულ საბავშვო ბაღებს კიდევ ერთი ახალი ბაღი შეემატა -სოფელ ხიხანში. ამ დროისთვის სრულად გარემონტდა პირველი სართული, სადაც დაახლოებით 30 ბავშვის მიღებაა შესაძლებელი. შენობის მეორე სართულის რეაბილიტაცია კი მომავალი წლისთვის იგეგმება.   სოფელ ხიხანის  საბავშვო- ბაღის გახსნისთვის  სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 12952 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12000 ლარი გამოიყო, რაც  ჯამში 24952 ლარს შეადგენს.  სახურავების შეკეთება, გადახურვა, სველი წერტილებისა და სამზარეულოს მოწყობა, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების დაყენება, იატაკის, კედლებისა და ჭერის შეღებვა, გათბობის სისტემის დამონტაჟება და სხვა,- ეს იმ სამუშაოთა არასრული ჩამონათვალია, რომლიც საბავშვო ბაღების  კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. {AG}2014.10.15-bagebis.reabilitacia{/AG}
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2885
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2031
სექ 19 სამ 2023
2300
ივლ 05 ოთხ 2023
2450
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031