მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გამგეობაში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის სემინარი გაიმართა
25 მაი 2015
 

23 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში  IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის  გაიმართა  სემინარი  თემაზე – „დემოკრატია და დემოკრატიული პრინციპები“.  

აღნიშნული ღონისძიება პროექტ „აქტიური მოქალაქე და დემოკრატია“–ს ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც აფინანსებს  ა.შ.შ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიურო. 
სემინარის  ძირითად აუდიტორიას წარმოადგენდნენ თექალოს, მარნეულის მე-8, მარნეულის მე-2 და   მარნეულის მე-5 საჯარო  სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები. 
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ახალგაზრდებმა იმუშავეს ჯგუფებში, ძირეულად გაეცნენ ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტების მუშაობის სპეციფიკას და მოაწყვეს იმიტირებული საკრებულოს სხდომა.
აღსანიშნავია, რომ სემინარი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას და გაზრდის მათი ჩართულობის დონეს სამოქალაქო პროცესებში.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2538
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2070
სექ 19 სამ 2023
2322
ივლ 05 ოთხ 2023
2477
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031