მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულმა "მწნილისა და მურაბის ფესტივალს" უმასპინძლა
04 ოქტ 2014
 
ფესტივალი, 4 ოქტომბერს, მარნეულის კულტურის სახლის ეზოში გაიმართა, სადაც მონაწილეებს საშუალება მიეცათ სპეციალურად მოწყობილ კუთხეებში, მარნეულის სასურსათო ქარხნის ქართულ ნედლეულზე დამზადებული მწნილი და მურაბა დაგემოვნებინათ და  პროდუქცია სპეციალურ ფასადაც შეეძინათ.ფესტივალი ფოლკლორულმა ანსაბლმა "მოძახილმა"  გახსნა. ღონისძიებაზე მისულ პატარებს კი ზღაპრის გმირები, ოჩოფეხიანი ანიმატორები და ქუჩის მსახიობები ართობდნენ. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა გამგეობის სახელით, მადლობა გადაუხადა ფესტივალის ორგანიზატორებს  და განაცხადა, რომ  მსგავსი ღონისძიებების გამართვა მნიშვნელოვანია, რადგან  ხელს უწყობს ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას.  "მოხარული ვარ, რომ დღევანდელ ფესტივალს ვმასპინძლობთ, რადგან მარნეულის სასურსათო ქარხანა ადგილობრივ ნედლეულისგან დამზადებულ  საკონსერვო ნაწარმს უშვებს, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში. ვუსურვებ ქარხანას წარმოების კიდევ უფრო გაფართოებას და გაძლიერებას, რაც ამავდროულად სარგებლიანია ადგილობრივი გლეხებისა და ფერმერებისთვისაც, რომ საკუთარ მეურნეობებში მოყვანილი მოსავალი რაიონში  არსებულ  საწარმოში ჩააბარონ და შემოსავალიც მიიღონ."მარნეულის სასურსათო ქარხნის მნიშვნელობაზე ისაუბრა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გოჩა ცოფურაშვილმა: "ამ საწარმოში საკმაოდ დიდი პოტენციალია, ამიტომ ჩვენი ძირითადი ამოცანა მისი სრულად დატვირთვაა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს ყველა მიმართულებით, რათა  2015 წელს მივიღოთ რაც შეიძლება მეტი  ნედლეული და  ქარხანამ აწარმოოს გაცილებით მეტი პროდუქცია ვიდრე  დღეს."მწნილისა და მურაბის  ფესტივალმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის  მხარდაჭერით,  სტარტი პირველ სექტემბერს აიღო და მას შემდეგ სხვადასხვა რეგიონში ეტაპობრივად იმართება. ფესტივალი ტრადიციულად დედაქალაში  "თბილისობის" დღესასწაულზე დასრულდება. {AG}2014.10.04-mwnilebisa.da.murabebis.festivali{/AG}
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2760
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2031
სექ 19 სამ 2023
2301
ივლ 05 ოთხ 2023
2452
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031