მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხები განიხილეს
24 სექ 2014
 
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ თოჩიშვილისა და  სტუმრების საუბრის მთავარი თემა  მარნეულში სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივები იყო. გამგებელმა სტუმრებს ადგილობრივ დონეზე  ფერმერულ მეურნეობაში არსებული მდგომარეობა გააცნო, ხოლო მათგან USAID- ის პროექტის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მოისმინა.,,ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურეობის გაძლიერების“ (SEAS)-ის პროექტი, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო USAID-ის ინიციატივითა და ხელშეწყობით ახორციელებს მოიცავს ორ მიმართულებას:1) დაეხმაროს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენციის სისტემის მართვის სტრუქტურის და პროცედურების  შემუშავებასა და განხორციელებაში. 2) გააუმჯობესოს რაიონში დაფუძნებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების  თანამშრომლების ცოდნა.  პროექტის მიზანი სოფლის მეურნეობის წარმოების პრაქტიკების გაუმჯობესება, პროდუქტულობის ზრდა და სიღარიბის შემცირებაა. როგორც გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა აღნიშნა, მარნეულში  სოფლის მეურნეობის  განვითარება პრიორიტეტულია. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შემთხვევაში კი შესაძლებელი გახდება უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიღება, რომელიც  კონკურენტუნარიანი იქნება   ევროპულ ბაზარზე. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფერმერებისა და გლეხებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლისა  და  ინფორმირებულობის ამაღლების საკითხს.გამგებელმა სამინისტროს წარმომადგენლებს შესთავაზა,  საპილოტე მეურნეობების განვითარება. მისი აზრით, ფერმერებს  თანამედროვე ტექნოლოგიებთან უშუალო შეხებით საშუალება მიეცემათ განსაზღვრონ ხარისხის უპირატერსობა  და  შეთავაზებული  სიახლეები  საკუთარ მეურნეობებშიც დანერგონ. "ჩვენი წინადადება  სამინისტროს წარმომადგენლებისთვის მისაღები აღმოჩნდა. მათ პროექტის განხორციელებისთვის გვთხოვეს მოვიძიოთ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ორი ჰექტარი მიწის ფართობი,  სადაც საცდელი მეურნეობები განთავდება და დაინტერესებულებს საშუალება მიეცემათ თანამედროვე ტექნოლოგიების უპირატესობები თავად განსაზღვრონ."- განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა.გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა  მარნეულის მუნიციპალიტეტში  სამინისტროს მიერ  გაწეული საქმიანობისა და  მხარდაჭერასთვის მინისტრის მოადგილეს იური ნოძაზეს მადლობა გადაუხადა."დაინტერესებული ვიყავით შევხვედროდით მარნეულის გამგებელს და გვესაუბრა სამომავლო გეგმებზე. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) თავის მხრივ მოწოდებულია  ადგილობრივი ფერმერების დასახმარებლად. - განაცხადა პროექტის "ექსტენციისა და საკონსულტაციო  მომსაუხრების გაძლიერება საქართველოში"-ს ხელმძღვანელმა როლანდ სმიტმა. {AG}24.09.2014-shekhvedra.fermerebtan{/AG}
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3166
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2031
სექ 19 სამ 2023
2301
ივლ 05 ოთხ 2023
2451
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031