სიახლეები
მერაბ თოფჩიშვილი საზაფხულო სკოლის მსმენელებს შეხვდა
03 სექ 2014
ღონისძიების დასასრულს, ამავე სკოლის მსმენელებს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი შეხვდა და სკოლის დამთავრება პირადად მიულოცა.გამგებლისა და ახალგაზრდების შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაიმართა.ახალგაზრდები დაინტერესდნენ კულტურის, განათლების, ეკოლოგიის საკითხებით, ასევე სოციალურ სფეროში არსებული მდგომარეობითა და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ახალგაზრდებისთვის სტაჟირების გავლის შესაძლებლობებით.მერაბ თოფჩიშვილმა ახალგაზრდებს მარნეულში დაგეგმილი ბიბლიოთეკის მშენებლობის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ამავდროულად ლიტერატურული კაფის ფუნქციას შეითავსებს.„ვფიქრობ საინტერესო შეხვედრა გაიმართა ახალგაზრდებთან. ვულოცავ მათ სკოლის დამთავრებას და ვუსურვებ წარმატებებს.სასიამოვნოა ის, რომ შეხვედრის დროს ბევრი საინტერესო კითხვა დაისვა, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელია.მოხარული ვარ, რომ ასე აქტიურად არიან ახალგაზრდები სხვადასხვა აქტივობებში ჩართულები და რაციონალურად მსჯელობენ, “ - განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა.აღსანიშნავია, რომ ამავე შეხვედრის დროს მერაბ თოფჩიშვილმა გააჟღერა იდეა, რომელიც სამომავლოდ გამგებლისა და ახალგაზრდების სისტემატურ შეხვედრას გულისხმობს და რომელიც ყოველი მომდევნო თვის კონკრეტულ რიცხვში გაიმართება.ღონისძიების მონაწილეებმა საზაფხულო სკოლის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო გეგმები დასახეს. სკოლის მსმენელებსა და სპიკერებს გადაეცათ სამახსოვრო სერთიფიკატები.
{AG}02.09.2014-shekhvedra.saz.skol.msmenelebtan{/AG}
მნახველთა რაოდენობა: 2760
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
556
აპრ 22 ოთხ 2020
15735
აპრ 22 შბ 2017
28969
იან 09 ორშ 2017
28516
აგვ 30 სამ 2016
30520
აგვ 27 შბ 2016
29788
სექ 02 პარ 2016
28222
აგვ 26 პარ 2016
27721
აგვ 30 სამ 2016
25852
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |