სიახლეები
საქართველო- აზერბაიჯანელ ჟურნალისტთა თვალით
04 აგვ 2014
შეხვედრა თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა და კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუმრების კითხვებს პასუხობდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი მერაბ თოფჩიშვილი და საკრებულოს თავჯდომარე ბატონი ნაბი აბდულაევი. სტუმრებმა ერთხმად აღნიშნეს რომ შეხვედრა ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული იყო, სტუმრები გაეცვნენ რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და დადებითად შეაფასეს. შეხვედრის ბოლოს მუნიციპალიტეტი სტუმრებს გაუმასპინძლდა ტრადიციული ქართული სუფრით. ქართული კერძების დაგემოვნების შემდეგ ჟურნალისტებმა აღფრთოვანება გამოთქვეს და გულითადი მადლობა გადაიხადეს ქართული სტუმართმასპინძლობისთვის.საქართველოში მოღვაწე აზერბაიჯანელთა კულტურის ცენტრის ახალგაზრდული განყოფილების ორგანიზებითა და საქართველოს ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორცილედა პროექტი სახელწოდებით - „საქართველო- აზერბაიჯანელ ჟურნალისტთა თვალით“. პროექტი გრძელდება 2014 წლის 1-დან 4 აგვისტომდე. პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს აზერბაიჯანის მასმედიაში ქართული კულტურის და ისტორიის განვითარების შესახებ აზერბაიჯანელი მკითხველის ინფორმირება. ვიზიტის ფარგლებში ჟურნალისტებისთვის საქართველოს რამდენიმე ქალაქის ისტორიულ ადგილებში ექსკურსიები მოეწყო, ჩატარდა კონფერენციები საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების თემაზე, შეხვედრები საქართველოს ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან, კულტურისა და საზოგადოების მოღვაწეებთან; საქართელოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებთან გაიმართა საუბარი მრგვალ მაგიდასთან. აზერბაიჯანელი ჟურნალისტები ვიზიტის შესახებ მოამზადებენ რეპორტაჟებს, ბროშურას და ვიდეორგოლებს, რასაც წარუდგენენ აზერბაიჯანელ საზოგადოებას.
{AG}03.08.2014-shekvedra.azerbaijanel.jurnalistebtan{/AG}
მნახველთა რაოდენობა: 2703
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
666
აპრ 22 ოთხ 2020
15800
აპრ 22 შბ 2017
29048
იან 09 ორშ 2017
28586
აგვ 30 სამ 2016
30606
აგვ 27 შბ 2016
29864
სექ 02 პარ 2016
28301
აგვ 26 პარ 2016
27803
აგვ 30 სამ 2016
25912
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |