დღეს მარნეულის მერიაში 8 მარტი მუნიციპალიტეტში მოღვაწე სამედიცინო სფეროს წარმომადგენელ ქალებს მიულოცეს.
ღონისძიებაზე დამსწრე ქალ ექიმებს, სიმბოლურად ყვავილების თაიგულები და პანდემიის მართვის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ.
ღონისძიებას პარლამენტში მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაურ დარგალი, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ზაურ ტაბატაძე, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე და მარნეულის მერის მოადგილე, ლაშა ლობჯანიძე ესწრებოდა.
სიახლეები
ქალთა საერთაშორისო დღე მარნეულში ექიმ ქალებს მიულოცეს
08 მარ 2021
მნახველთა რაოდენობა: 349
სიახლეები

















