მარნეულის აგრარული ბაზარი 27 აპრილიდან განაგრძობს დადგენილი რეკომენდაციების წესის დაცვით ფუნქციონირებას.
ბაზრის გახსნა, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების სრული დაცვით მოხდა;
მოგახსენებთ, რომ ბაზრის ტერიტორიაზე შემსვლელ თითოეულ ავტომობილს უტარდება დეზინფექცია, მოქალაქეებს კი პირბადეებსა და ხელთათმანებს ურიგებენ.
უკვე ერთი კვირაა მარნეულის აგრარულ ბაზარზე დასაქმებულ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ სახელმწიფოს მიერ პანდემიის დროს შემუშავებული წესების ფარგლებში განახორციელონ საქმიანობა.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მეწარმეებს შემუშავებული სარეკომენდაციო წესების დაცვით საქმიანობაში ეხმარებიან.
ასვე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ყოველდღიურ რეჟიმში აგრალური ბაზრის მონიტორინგს ახდენენ.
სიახლეები
მარნეულში ღია აგრარული ბაზარი შეუფერხებლად ფუნქციონირებს
30 აპრ 2020
მნახველთა რაოდენობა: 2116
სიახლეები

















