მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეული CinéDOC - On Tour – ის ფარგლებში მინი ფესტივალს მასპინძლობს
27 ნოემ 2019
 

მარნეულის მუნიციპალიტეტი,   წელს, პირველად, CinéDOC - On Tour – ის ფარგლებში, მარნეულის მინი ფესტივალს მასპინძლობს.

სამდღიანი მინი ფესტივალი დატვირთულია დოკუმენტური კინოჩვენებებით და სხვადასხვა ინდუსტრიული და გასართობი პროგრამით.

კულტურული ღონისძიება, კულტურის სახლში, გამოფენით გაიხსნა, სადაც ასახული  იყო CineDOC-Tbilisi - ის საფესტივალო გზა.  ღონისძიებას, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი, მერის მოადგილეები - ზაურ ტაბატაძე და  ლაშა ლობჯანიძე,  თვითმმართველობის  თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ CinéDOC-Tbilisi არის პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანი დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა.

რეგიონული კინოჩვენებები უკვე მეოთხე წელია ტარდება და მისი მთავარი მხარდამჭერია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო.

მარნეულში, ფესტივალი მერიისა და კულტურის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 322
 
 
 
სიახლეები
 
     
    სიახლეები
    2019 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031