ქალაქ მარნეულის ტერიტორიაზე არსებული სკვერებისა და რეკრეაციული სივრცეების კეთილმოწყობა იგეგმება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერიაში, სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფები, შესაბამისი ტერიტორიების განვითარების კონცეფციაზე აქტიურად მუშაობენ. მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა, მოადგილე ლაშა ლობჯანიძესთან და სამუშაო ჯგუფების წევრებთან ერთად, წარმოდგენილი წინადადებები განიხილა. სადაც აგრეთვე დაიგეგმა სამომავლოდ განსახორციელებელი აქტივობები.
სკვერების კეთილმოწყობასთან დაკავშირებით შეხვედრები გასული პერიოდის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, რომ სკვერებისა და სივრცეების განვითარების მიზნით მიმდინარე სამუშაო პროცესში იგეგმება სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობა, რათა მოხდეს ადგილოვრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება.
სკვერებისა და სივრცეების განვითარებისთვის მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია, საპროექტო სახარჯთახრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით უახლოეს მომავალში კონკურსს გამოაცხადებს.
სიახლეები
ქალაქ მარნეულში სკვერებისა და სივრცეების კეთილმოწყობა იგეგმება
16 სექ 2019
მნახველთა რაოდენობა: 2467
სიახლეები

















