მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მუნიციპალიტეტში მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს
27 აგვ 2019
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ქესალოში, მდინარე მტკვარზე, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი სრულდება, რომელიც აღნიშნული მდინარის ნაპირსამაგრ სამუშაოებს მოიცავს. (კონკრეტულად კი პროექტის ფარგლებში  ეწყობა 400 მეტრის მოცულობის   ნაპირსამაგრი ქვაყრილი,  800 მეტრის მოცულობის ხელოვნური დამბა და 5 ერთეული ნაკადმიმმართველი დეზი)

ზემოთხსენებულ სოფელში მდინარის ადიდების შედეგად ნადგურდებოდა ადგილობრივი მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, აგრეთვე იქ არსებული სარწყავი წყლისთვის  განკუთვნილი სატუმბი სადგური,  რის გამოც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პროექტის განხორციელების.

მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი,  რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაახლოებით  1 300 000 ლარით დაფინანსდა და იგი უახლოეს დღეებში დასრულდება.

ნაპირსამაგრი სამუშაოები ადგილზე ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა დაათვალიერეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1700
 
 
 
სიახლეები
 
     
    სიახლეები
    2020 თებერვალი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12
    3456789
    10111213141516
    17181920212223
    242526272829