მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება
30 ივლ 2019
 

მუნიციპალიტეტის მასშტაბით წელს, 17 საჯარო სკოლაში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.

სკოლის შენობების კეთილმოწყობისთვის  ბიუჯეტიდან 1 491 399 ლარია გამოყოფილი.

დღეს,  საჯარო სკოლებში მიმდინარე სამუშაოებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი, ადგილზე გაეცნო. 

მერმა სოფელ არაფლოს, მარეთის, დამია- გეურარხის, ქალაქ მარნეულის №4 და  №6 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და პროექტის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენლებს სამუშაოს შესრულების ეტაპებზე, ხარისხსა და ვადებზე გაესაუბრა.

ამ ეტაპისთვის, საჯარო სკოლების კეთილმოწყობის მიზნით,   პრიორიტეტული მიმართულებებია - სახურავების გამოცვლა, კარ-ფანჯრების გამოცვლა, გათბობის სისტემების მონტაჟი და საპირფარეშოების რეაბილიტაცია.  ასევე დაგეგმილია სხვა სახის საბაზისო ინფრასტრუქტურის სამუშაოების განხორციელება, როგორიცაა იატაკის გამოცვლა, საკანალიზაციო სისტემების მოწყობა და ა.შ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 696
 
 
 
სიახლეები
 
     
    სიახლეები
    2019 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    28293031