მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სასწრაფო სამედიცინო ცენტრები მარნეულში
25 ივლ 2019
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში წელს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ოთხი ახალი   ცენტრი აშენდება.

აღნიშნული ცენტრების სამშენებლო  სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი  ავთანდილ თალაკვაძე,  მოადგილე  დავით  ტორუასთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ  სულ მალე ქალაქ მარნეულს, სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულს, შაუმიანსა და  ქუთლიარს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული შენობები ექნებათ, რომელიც აღჭურვილი იქნება  ყველა საჭირო ინვენტარით, რაც  მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს   მიიღონ  სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხის სერვისი. პროექტის ფარგლებში, თითოეულ ცენტრში დასაქმებული პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობა შეიქმნება.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტებს მარნეულში,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო  მუნიციპალიტეტთან ერთად ახორციელებს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5286
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2015
სექ 19 სამ 2023
2288
ივლ 05 ოთხ 2023
2428
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930