მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი, სოფელ კირაჩ-მუღანლოში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
მუნიციპალიტეტის პირველი პირი, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, პროექტის მიმადინარეობას ადგილზე გაეცნო და სამუშაოების მწარმოებელ კომპანიებს კონკრეტული მითითებები მისცა.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩ-მუღანლოს სასმელი წყლის ჭაბურღილების, სატუმბო სადგურის, რკ/ბეტონის წყალშემკრები რეზერვუარის, წყალსადენი მაგისტრალის, სოფლის შიდა ქსელისა და გამრიცხველიანების მოწყობა.
საპროექტო მაგისტრალი მოეწყობა პოლიეთილენის მილით, რომლის სიგრძეა 21 884 მეტრია, რომლის მეშვეობითაც მოხდება 304 ოჯახის წყალმომარაგება.
პროექტის ხორცილედება რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 704 787 ლარს შეადგენს.
სიახლეები
კირაჩ-მუღანლოში სასმელი წყლის მასშტაბური პროექტი ხორციელდება
22 ივლ 2019
მნახველთა რაოდენობა: 958
სიახლეები

















