მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერმა აზერბაიჯანის აგრარული სავაჭრო კომპანიის წარმომადგენლებს უმასპინძლა
03 ივლ 2019
 

დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა,  აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარული სავაჭრო კომპანიის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

მეზობელი  ქვეყნიდან მარნეულში სტუმრად მყოფ  ოფიციალურ პირებს, მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა   სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების პოტენციალი გააცნო, აგრეთვე დაათვალიერებინა  ადგილობრივად   ფუნქციონირებადი  საწარმოები და სასათბურე მეურნეობები.

მერიაში ოფიციალური შეხვედრის შემდგომ, მხარეები „მარნეულის სასურსათო ქარხანაში“ პროდუქციის  წარმოების პროცესს დაესწრნენ,  რომლის შემდგომაც,  ჩითილების საწარმოს   „მზა ჩითილს“   ესტუმრნენ, სადაც  ბოსტნეულის წარმოების პირველ ეტაპს გაეცნენ. სტუმრებმა დღესვე დაათვალიერეს დამია-გეურარხში არსებული პომიდვრის  სასათბურე  მეურნეობაც.

„აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა საინვესტიციო  პლათფორმაზე, რათა მეტი დაინტერესებული  პირი მოვიზიდოთ მარნეულში,  სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის“, - აღნიშნა მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4930
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2092
სექ 19 სამ 2023
2334
ივლ 05 ოთხ 2023
2495
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031