მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერიაში WASH-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
26 ივნ 2019
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, პროექტ  „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ და "საქართველოს WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სათემო ინიციატივის“  წარმომადგენლები, ახლადარჩეულ მერს,  ზაურ დარგალს შეხვდნენ, სადაც წარმოადგინეს   პროექტის პრეზენტაცია და აგრეთვე, მუნიციპალიტეტთან, ამ ეტაპამდე   ერთობლივად გაწეული  სამუშაოები შეაჯამეს.

შეხვედრას მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, მერიის თანამშრომლები და      WASH - ის საბჭოს წევრები ესწრებოდნენ, სადაც საუბარი შეეხო აღნიშნული საბჭოს შემადგენლობის გადახალისების საკითხსაც.

შეხვედრის  ფარგლებში  მხარეებმა  ასევე  იმსჯელეს  პროექტით გათვალისწინებულ სამომავლო გეგმებსა და  პრიორიტეტულ საკითხებზე.

მოგეხსენებათ, რომ  პროექტის ძირითადი მიზანია სოციალურად დაუცველი მრავალეთნიკური თემების ჯანმრთელობის დაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, დისკრიმინაციის თავიდან აცილება, წყალთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და WASH სტანდარტების დამკვიდრება დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გზით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1407
 
 
 
სიახლეები
 
     
    სიახლეები
    2019 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031