მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ზაურ დარგალმა კაპანახჩში ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა
25 ივნ 2019
 

მარნეულის მერი, ზაურ დარგალი, კაპანახჩის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ  სოფლებს ეწვია და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.

ზაურ დარგალმა, მერის წარმომადგენელთან და საკრებულოს  მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დაათვალიერა დასრულებული საგზაო ინფრასტრუქტურა სოფელ ილმაზლოსა და ამბაროვკაში.  აგრეთვე გაეცნო   სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში  განხორციელებულ გარე განათების სისტემების მოწყობის  სამუშაოებსაც.

აღსანიშნავია, სოფელ ილმაზლოში წელს  მოასფალტდა 1171 გრძივი მეტრის მოცულობის გზა, რისთვისაც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო 380 904 ლარი, ხოლო სოფელ ამბაროვკაში  1222  გრძივი მეტრის გზა, რისთვისაც ამავე ფონდიდან გათვალისწინებული იქნა 318 094 ლარი.

უახლოეს დღეებში დაიწყება პირველ  ქესალოში ნაპირსამაგრი სამუშოები, რისთვისაც ცენტრალურ ბიუჯეტში გათვალისწინებულია 1 300 000 ლარი.  ხოლო,  ალგეთის ღვინის ქარხნის  დასახლებაში დაგეგმილია შიდა გზების რეაბილიტაცია.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5619
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2088
სექ 19 სამ 2023
2331
ივლ 05 ოთხ 2023
2489
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031