მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

2013 წლის 7 ნოემბერს ქ. მარნეულში ჩატარდა ანტი-ნარკოტიკული აქცია „შეიგრძენი ცხოვრება, იცხოვრე ნარკოტიკების გარეშე“მარნეულის რაიონული პროკურატურის და მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ორგანიზებით.
08 ნოემ 2013
 
დასაწყიში მონაწილეებს დაურიგდათ მაისურები, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის იყო დამზადებული და მათზე დატანებული იყო სლოგანი „შეიგრძენი ცხოვრება, იცხოვრე ნარკოტიკების გარეშე“  თავდაპირველად ჩატარდა სემინარი ნარკომანიის, ალკოჰოლის და  აივინფექციის მავნე ზეგავლენის შესახებ.  მოეწყო აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით საინტერესო ვიდეორგოლების ჩვენება.  სემინარის დასასრულების შემდგომ  ახალგაზრდებმა დააფიქსირეს მათი სურვილები და აზრიანი სლოგანები სპეციალურად ამ მიზნისთვის გამზადებულ ბანერზე.მოეწყო  მარათონი რუსთაველის ცენტრალურ ქუჩაზე. მარათონში გამარჯვებული პირველი სამი მონაწილე გოგო და სამი მონაწილე ბიჭი დაჯილდოვდნენ მედლებით და სიგელებით. ასევე პროექტში   მონაწილეებს რაიონის პროკურორმა გიორგი კაკულიამ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა გადასცეს სერთიფიკატები.  გარდა ამისა მონაწილეთა განწყობაზე იზრუნა ადგილობრივმა მუსიკალურმა ბენდმა. ამის შემდეგ მოეწყო მსვლელობა ქალაქში, მონაწილეებმა სასტვენებითა და ბანერებით  მიიპყრეს მოქალაქეთა ყურადღება და დაარიგეს ნარკომანიის, ალკოჰოლის და აივირუსის შესახებ დაბეჭდილი ორენოვანი (ქართული და აზერბაიჯანული) ბუკლეტები. მსვლელობა დასრულდა ქალაქის ცენტრში, სადაც მსვლელობის მონაწილეებმა გაუშვეს ჰაერში ფრანის ბუშტები და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. მარათონის შედეგები ქალთა შორის:               პირველი ადგილი - ინგა დადვანი             მეორე ადგილი - მაგდა ტალახაძე მესამე ადგილი - ქეთი ფიჩხულაშვილი მარათონის შედეგები ვაჟთა შორის: პირველი ადგილი - გენადი ბოჭოიძემეორე ადგილი - ჟორა სერობიანიმესამე ადგილი - დათო ბურნაძე
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3168
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2033
სექ 19 სამ 2023
2303
ივლ 05 ოთხ 2023
2452
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031