მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სამუშაო შეხვერდა WASH - ის დაინტერესებულ მხარეებთან
26 თებ 2019
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, პროექტ  „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ და "საქართველოს WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სათემო ინიციატივის“  წარმომადგენლებმა,  მუნიციპალიტეტთან  ერთობლივად გაწეული ერთწლიანი სამუშაოები შეაჯამეს.

შეხვედრას მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, მერიის თანამშრომლები,      WASH - ის საბჭოს წევრები, ბაგა-ბაღების გაერთიანებისა და ადგილობრივი რესურს - ცენტრის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის  ფარგლებში დაინტერესებულ მხარეებთან ასევე  იმსჯელეს სამომავლო გეგმებსა და  პრიორიტეტულ საკითხებზე.

მოგეხსენებათ, რომ  პროექტის ძირითადი მიზანია სოციალურად დაუცველი მრავალეთნიკური თემების ჯანმრთელობის დაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, დისკრიმინაციის თავიდან აცილება, წყალთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და WASH სტანდარტების დამკვიდრება დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გზით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 660
 
 
 
სიახლეები
 
     
    სიახლეები
    2019 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031